|
2018-01-31 14:16:46, 1724 ნახვა
კომენტარი
ლექვინაძე მეტროში ჭერის ჩამონგრევაზე: გამოძიება იტყვის, სად იყო შეცდომა დაშვებული
თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ირაკლი ლექვინაძე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის კონსტრუქციის ჩამონგრევის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ამ საკითხზე წინასწარი კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილი არ არის. „სამწუხარო ფაქტია, რაც მოხდა. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. წინასწარ ამ საკითხზე რაიმე კომენტარის გაკეთებას მოვერიდები. ჩვენ უნდა ვენდოთ შესაბამისი კომპეტენტური უწყებების გამოძიების შედეგს და ის იტყვის, სად იყო შეცდომა - ეს იყო სამუშაოების წარმოებისას, ექსპლუატაციაში მიღებისას, ზედამხედველობის კომპონენტში, თუ რა ნაწილში“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. შეგახსენებთ, გუშინ, დაახლოებით 10:30 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)