|
2018-01-30 14:36:26, 1654 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ყველა ობიექტს ვამოწმებთ, სამწუხაროდ, უხარისხო მუშაობის შედეგები ფეხდაფეხ მოგვყვება
თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, მერია დედაქალაქში არსებულ ყველა ობიექტს, ბაღებს, სპორტულ კომპლექსებს, მეტროსადგურებს ამოწმებს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, უხარისხო მუშაობის შედეგების გამოსწორება უწევთ: „ჩვენ დეტალურად ვამოწმებთ ყველა ობიექტს თბილისში, ბაღებს, სპორტულ კომპლექსებს, მეტროსადგურებს, სამწუხაროდ, უხარისხო მუშაობის შედეგები ფეხდაფეხ მოგვყვება და უკვე იჩენს თავს. ძალიან ბევრი საქმეა წინ.შემოწმება, მონიტორინგი უკვე როგორც არსებულის და ზოგადად გაკეთებულის გამოსწორება გვიწევს. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ხარისხს. განსაკუთრებული ყურადღება იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს და ახალი აშენებული შენობა ნაგებობების ხარისხზე იქნება დიდი ყურადღება გამახვილებული“,-განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, დღეს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოინგრა. შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორს ოპერაცია უტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)