|
2018-01-30 13:56:17, 2289 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო: აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საბაჟო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ქართული მხარის პროტესტმა გაგვაოცა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ მოსკოვსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის საბაჟო შეთანხმების შესახებ ქართული მხარის პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. რუსეთის საგარეო უწყება ქართულ მხარეს ურჩევს საქართველო-რუსეთს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის შესახებ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმება ყურადღებით შეისწავლოს: „რუსულ-აფხაზურ და რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საბაჟო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტმა გაგვაოცა. რუსეთის მესამე სახელმწიფოებთან თანამშრომლობის უსაფუძვლო კრიტიკის ნაცვლად, უბჯობესი იქნებოდა საქართველო-რუსეთს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის შესახებ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმება ყურადღებით შეესწავლათ. საქართველოს ოფიციალური პირების ბოლო საჯარო კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ,ამ დოკუმენტის ტექსტს ისინი პრაქტიკულად არ იცნობენ. ამასობაში, მალე მოგვიწევს მისი შესრულება შვეიცარიული კომპანიის კონტროლის ქვეშ, რომელთანაც საქართველომ შესაბამის კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა. თავის მხრივ, რუსული მხარე უკვე ასრულებს აუცილებელი რუსულ-შვეიცარიული ხელმოსაწერი დოკუმენტების მომზადებას. ეს საშუალებას მოგვცემს შევუდგეთ 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკულ რეალიზაციას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია რეგიონალური ვაჭრობისთვის“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)