03:55 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 19:43:04, 688 ნახვა

ირაკლი კობახიძე ლიტვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, საულიუს სკვერნელისს შეხვდა.

მხარეების განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველო და ლიტვა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავს აღნიშნავენ, რაც ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თარიღია.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ კონტექსტში, სიმბოლურია ლიტვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, რაც მისივე შეფასებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისტორიული ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა სურს საქართველოს პარლამენტს და ამისთვის მეგობრობის ჯგუფების ფორმატის გააქტიურებას გეგმავს.ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ლიტვა საქართველოსთვის განვითარებისა და ევროპული მიზნების განხორციელების საუკეთესო მაგალითია. ირაკლი კობახიძემ საულიუს სკვერნელისს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას მტკიცე ისტორიული და კულტურული კავშირი აქვს, რაც უპირველეს ყოვლისა, პოზიტიურ ხალხთაშორის ურთიერთობას ეფუძნება. საულიუს სკვერნელისის თქმით, ლიტვა არის  ძლიერი და სანდო პარტნიორი საქართველოსთვის. 

ლიტვის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადატურა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ ლიტვა გმობს რუსულ აგრესიასა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

შეხვედრაზე, ასევე,  საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და პარლამენტის დღის წესრიგს. ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრს საკონსტიტუციო რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველო რეგიონის უპირობო ლიდერია.

მხარეების განცხადებით,  ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, ასევე, ეს ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მიზნების განხორციელებას.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics