09:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 10:17:59, 1969 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში ლიტვის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი ეწვია.

ლიტველ კოლეგას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაღალი რანგის სტუმარს საპატიო ყარაული შეეგება, შესრულდა ლიტვისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.

დახვედრის საზეიმო ცერემონიის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და საულიუს სკვერნელისი პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics