13:41 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-28 11:04:37, 1837 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ხუნდაძე: ნარკოტიკების მოხმარებისთვის სულ 3 ადამიანია ციხეში

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საუბარი, რომ  3 ათასი პატიმარი ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდის სასჯელს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„დღეს ნარკოტიკული დანაშაულისთვის  487 ადამიანი ზის, სუფთად ნარკოტიკების მოხმარებისთვის, სულ  3 ადამიანი,ისიც იმიტომ, რომ საჯარიმო სახდელი ან ვერ გადაიხადა, ან..“ - განაცხადა ხუნდაძემ გადაცემა  „განსხვავებულ აქცტენტებში“.

ხუნდაძის თქმით, ზომიერი დეკრიმინალიზაციის მომხრეა, თუმცა „უკიდეგანო ლეგალიზაციას“ ეწინააღმდეგება.

ხუნდაძის შეფასებით, ნარკოტიკების მომხმარებელი ციხეში არ უნდა იჯდეს. თუმცა, დეპუტატი ამბობს, რომ გიორგი გიორგანაშვილი 45 აბი სუბოტექსის ქონის გამო, ახალი კანონპროექტითაც კი ვერ გადაურჩებოდა გასამართლებას.

„45 აბი ეს არის 360 „გამოცდილი“ ინექციური ნარკომომხმარებლისთვის საკმარისი დოზა ნარკოტიკული თრობისთვის,“ - განაცხადა ხუნდაძემ და დასძინა, რომ მოხმარების გამო დღეს პრაქტიკულად არ იჭერენ ადამიანებს.

ხუნდაძემ „რუსთავი2“-ის გადაცემაში აღნიშნა, რომ  სასჯელები გადასახედია არა მხოლოდ ლიბერალიზაციის კუთხით, არამედ ზოგიერთი მიმართულება უნდა გამკაცრდეს კიდეც.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics