|
2015-05-13 16:54:13, 710 ნახვა
ეკონომიკა
ქეთევან ბოჭორიშვილმა კომპანია MEDEF International-ის წარმომადგენელი მიიღო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა ფრანგული კომპანია MEDEF International-ის დელეგაცია მიიღო, რომელიც საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ნაყოფიერი და მტკიცე პარტნიორობის ჩამოყალიბების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები და აქტივობები. ფრანგული ორგანიზაცია MEDEF International საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მომიჯნავე პროფილის არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც კონცენტრირებულია ნოუ-ჰაუს დანერგვასა და ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობისა და საინვესტიციო გარემოს განვითარებას მსოფლიო მასშტაბით. MEDEF International საკმაოდ წარმომადგენლობითი ხასიათის მატარებელი დაწესებულებაა და ორიენტირებულია ფრანგული კერძო კომპანიებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის კავშირების დამყარებაზე, გრძელვადიანი და მდგრადი პარტნიორობის ჩამოყალიბების მიზნით. ამავდროულად, ხაზგასასმელია, რომ MEDEF International წარმოადგენს მსოფლიო ბანკისა და EBRD-ის სამეკავშირეო ოფისს კერძო სექტორის სფეროში და მოწოდებულია მმართველი ორგანოებისა და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებისკენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)