00:11 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 21:35:12, 735 ნახვა

ზოიძე: პროცესი სწრაფად უნდა დავასრულოთ, რათა ასეთი აქციების საჭიროება აღარ იყოს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, გასაღებასა და მოხმარებას შორის მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ.

ამასთან, პარლამენტარმა კოლეგებს მოუწოდა მობილიზაციისკენ, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადაში აზრტა სხვადასხვა იყოს დაძლეული, რომელიც მისივე შეფასებით არ უნდა არსებობდეს.

"გამსაღებლებთან დაუნდობელი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და არა მარტო კანონის გამკაცრების არამედ არსებული კანონის აღსრულებითაც. მეორე მხრივ მომხმარებელთა მიმართ გამოვიჩინოთ ჰუმანური დამოკიდებულება. ყველა მზად არის, იმისათვის, რომ ეს პროცესი სწრაფად დავასრულოთ, რომ ასეთი აქციების საჭიროება აღარ იყოს", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მესამე სექტორის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია "ყველა ერთისთვის" თითქმის 3 საათის განმავლობაში მიმდინაროებდა. აქცციის მონაწილეები, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ასევე მათ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდეს, რათა მან კანონმდებლობით მინიჭებული ექსკლუზიური - შეწყალების უფლება გამოიყენოს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics