|
2018-01-25 18:04:09, 2178 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში გიუნტერ ბეხლერსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას, ასევე - სირთულეებს, რომელიც მოსახლეობას საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვით ექმნება. "ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ. განსაკუთრებით აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მზადყოფნა, ჟენევის ფორმატში გაგრძელდეს კონსტრუქციული და შედეგებზე ორიენტირებული დისკუსია იმ ძირითად საკითებზე, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ემსახურება. ყურადღება გამახვილდა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებზე, რომლებზეც მხარეები ჟენევაში 27-28 მარტს იმსჯელებენ. პრემიერ-მინისტრმა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს დისკუსიებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)