21:06 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 15:16:56, 904 ნახვა

გიორგი ოსორაული: ჩემს ძმასთან პირდაპირ არ მისაუბრია, თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ ცოცხალია

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის ოჯახი აცხადებს, რომ სოსო ოსორაულის შესახებ გარკვეული ინფორმაცია აქვთ.

როგორც მფრინავის ძმამ გიორგი ოსორაულმა განაცხადა, მას ძმასთან პირადად არ უსაუბრია, თუმცა ეჭვი აქვს, რომ ის ცოცხალია.

"როგორც ასეთი, რომ კონკრეტულად ლაპარაკი მქონდა ჩემს ძმასთან, საუბარი ნამდვილად არ მქონია. სხვადასხვა ინფორმაციები მაქვს, მაგრამ ამ დროისთვის ვერაფერს გეტყვით. ჩემი მიზანია კონგოში ჩავიდე და ყველაფერი გავარკვიო", - განაცხადა გიორგი ოსორაულმა.

მფრინავის დედამ კატო ოსორაულმა აღნიშნა, რომ მის შვილთან დაკავშირებით სხვდასხვა ინფორმაცია ვრცელდება. 

"ამბობდნენ, რომ ცოცხალია. არაფერი არ ვიცით, სიმართლეა ეს თუ არა. ეჭვები გვაქვს, რომ სოსო ცოცხალია. ვრცელდებოდა ისეთი ინფორმაცია, რომ დაზვერვის ნაწილში ჰყავთ და იქ ბავშვებს ფრენას ასწავლის", - განაცხადა მან.

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩის ბექა დვალის თქმით, სოსო ოსორაულთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში სიახლე საელჩოში არ დაფიქსირებულა.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოს არ შეუჩერებია მუშაობა დიპლომატიური არხებით, ჩვენი თანამემამულის იოსებ ოსორაულის ბედის გასარკვევად. დიპლომატიური არხებით რაც არის შესაძლებელი ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ. ბოლო დღეების განმავლობაში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სიახლეები არ გვაქვს", - განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 23 იანვარს კონგოში ადგილობრივმა მეამბოხეებმა ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ტყვედ აიყვანეს. მათ სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს, ერთ-ერთს სწორედ ოსურაული მართავდა. სოსო ოსურაული თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და მუშაობა კონგოში, კერძო საავიაციო კომპანიაში დაიწყო.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics