13:05 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 13:47:00, 1817 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: გროზნოს მერი არ იყო შევყანილი სიაში, რომელიც წინა ხელისუფლებას უნდა შეედგინა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოში გროზნოს მერის რუსლან ხუჩიევის შემოსვლას ეხმაურება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გროზნოს მერი არ იყო შევყანილი სიაში, რომელიც წინა ხელისუფლებას უნდა შეედგინა.

"როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს ადამინი დღეისთვის არ იმყოფებოდა იმ სიაში, რომელიც აქვთ ხოლმე მესაზღვრეებს და ხელს უშლის ამა თუ იმ პირის შემოსვლას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. თუ რატომ არ იმყოფებოდა სიაში, ამაზე ალბათ მე მექნებოდა კითხვები ყოფილ ხელისუფლებასთან, რადგან 2008 წელს ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და სია მათ უნდა შეედგინათ, ხოლო ახლა უნდა იქნეს ეს პირი თუ არა შეყვანილი ამ სიაში, ამის შესახებ შსს შეისწავლის და მოხდება რეაგირება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გროზნოს მერი საქართველოში „გასაიდუმლოებული ვიზიტით“ იმყოფება. ტელეკომპანიის ცნობით, იგი ჯერ თბილისში, შემდეგ კი, ბათუმში ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ხუჩიევი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრია. ამასთან, იგი აგვისტოს ომის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მონაცემებით, ომის დამნაშავეა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics