|
2018-01-22 18:09:48, 2935 ნახვა
ეკონომიკა
„ეკომ“ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო
საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო და ამიერიდან “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში ახალი თაობის, ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელ ეკონომი“ (ეკო დიზელი) ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მეტი კილომეტრი განვლონ თითოეულ ლიტრზე და შესაბამისად შეამცირონ საწვავის ხარჯი, 15%-ით შეამცირონ ავტომობილის ძრავის ხმაური, მნიშვნელოვნად შეამცირონ გამონაბოლქვი და გაუფრთხილდნენ გარემოს. „ეკოს“ ახალი თაობის საწვავი უზრუნველყოფს ავტომობილის მიერ მაქსიმალური სიმძლავრისა და სიჩქარის განვითარებას, იცავს ძრავს, ასუფთავებს სარქველებს დაგროვილი ნადებისაგან, წმინდავს საწვავის წვისა და მიწოდების სისტემებს და იცავს მათ კოროზიისაგან. „ეკოს“ საწვავი არ შეიცავს ტეტრაეთილტყვიას და მასში გოგირდის შემცველობაც კიდევ უფრო მეტად არის შემცირებული. შესაბამისად, „ეკოს“ საწვავი გაცილებით სუფთაა, სუფთა საწვავი კი ძრავის მუშაობას აუმჯობესებს, რაც თავისთავად მეტი კილომეტრის გავლის და საწვავის ხარჯის მეტი ეკონომიის საშუალებას აძლევს მძღოლს. შეგახსენებთ, რომ “ვისოლმა” „საბერძნეთის პეტროლიუმთან“, საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება 2017 წელს გააფორმა და საქართველოში “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო. ხელშეკრულების საფუძველზე „ვისოლმა“ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე „ეკოს“ ბრენდი დააბრუნა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ხარისხის ეტალონად იყო მიჩნეული. „საბერძნეთის პეტროლიუმი“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული ჯგუფია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ გადამამუშავებელ ქარხნებს ფლობს. „ეკოს“ ბრენდი საბერძნეთის გარდა, სადაც კომპანია 17 000 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს, წარმოდგენილია კვიპროსში, მონტენეგროში, სერბეთში, ბულგარეთში და ახლა უკვე საქართველოშიც.
(R)
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)