|
2018-01-20 15:10:31, 2517 ნახვა
სამართალი
დეტექტივ-გამომძიებელი: გიორგი ჭანტურიას ბინიდან კონკრეტული ნივთები ამოვიღეთ
გიორგი ჭანტურიას ბინიდან კონკრეტული ნივთები იქნა ამოღებული, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ მოგახსენებთ, რა ნივთებზეა საუბარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისში, გიორგი ჭანტურიას ბინის განმეორებითი ჩხრეკის დასრულების შემდეგ დეტექტივ-გამომძიებელმა ნუკრი მატუამ განუცხადა. როგორც მატუამ აღნიშნა, განმეორებითი ჩხრეკა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გამოძიების ფარგლებში გარკვეული ნივთების არსებობა დადგინდა. "რა თქმა უნდა ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტს უკავშირდება აღნიშნული საქმე. ჩხრეკის დროს აღნიშნულ ნივთებთან დაკავშირებით არ გვქონდა ინფორმაცია და გამოძიების მიმდინარეობისას ახლა გახდა ცნობილი რაღაც კონკრეტული ნივთები, რომელიც გახდა ამოღებული", - განაცხადა ნუკრი მატუა. ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში, რომელიც თბილისში მდებარეობს ჩხრეკა უკვე დასრულდა. ასევე კიდევ ერთი განმეორებითი ჩხრეკა რუსთავში მდებარე სახლში მიმდინარეობს, თუმცა გამომძიებლები სახლს ნელ-ნელა ტოვებენ. ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა, 17 იანვარს დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. გიორგი ჭანტურიამ გუშინ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა. შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)