|
2018-01-19 15:26:08, 1848 ნახვა
სამართალი
გიორგი ჭანტურიას მამა აცხადებს, რომ სამსონ ქუთათელაძესთან არანაირი შეხება არ აქვს
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურიას მამის, ზურაბ ჭანტურიას განცხადებით, გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. როგორც ზურაბ ჭანტურიამ აღნიშნა, პრესკონფერენციაზე, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყება, ე.წ. სტამბოლის ბაზრის წილებზე ყურადღებას არ გაამახვილებს. „კაცს ერთხელ შევხვდი ზაფხულში... ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ არავითარი შეხების წერტილი მაგ კაცთან არ გვქონია, მათ შორის არც ჩემ შვილს“, - განაცხადა ზურაბ ჭანტურიამ. ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა, 17 იანვარს დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. გიორგი ჭანტურიამ წუხელ, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა. შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)