12:30 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 14:15:53, 2074 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მედიასთან შეხვედრა გაიმართება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ უკრაინაში გააკეთა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

„ჩვენ მზად ვართ კონსულტაციების გაგრძელებისათვის, რაც არაერთხელ აღვნიშნეთ. ჩვენ მზად ვართ ასევე შეხვედრისათვის და სავარაუდოდ, ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ,  დავგეგმავთ შეხვედრას მედიის წარმომადგენლებთან",- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, მედიაორგანიზაციებმა საპარლამენტო უმრავლესობას მიმართეს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები გაიზიარონ და ვეტო არ დაძლიონ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics