|
2018-01-18 11:36:30, 1716 ნახვა
საზოგადოება
20 ნოემბრიდან დღემდე, გაფრთხილება 200-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს მიეცა, 54 ობიექტზე კი, მშენებლობა შეჩერდა
სამშენებლო სამართალდარღვევების სტატისტიკა საგანგაშოა, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერმა, დღეს ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული სტატისტიკა წარმოადგინა, რომლის მიხედვით 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით, სამშენებლო საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 200-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს; უსაფრთხოების ნორმებისა და სამშენებლო პროექტის დარღვევებზე დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება 126 ობიექტის მიმართ; დარღვევით მიმდინარე სამუშაოების გამო შეჩერდა 54 ობიექტის მშენებლობა; სამშენებლო სამართალდარღვევებზე მიღებული დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო თანხის მთლიანი ოდენობა შეადგენს 627 000 ლარს. „შემაშფოთებელია ის ფაქტები, რასაც ჩვენი ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიურად აწყდება. ციფრები, რომელიც მე წარმოვადგინე, საგანგაშოა და ჩვენ, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში უნდა დავუხაროთ თავი ამ გამოწვევებს, პირიქით, უნდა მოვაწესრიგოთ ეს მიმართულება. ჩვენ ვზრუნავთ იმ ადამიანებზე, რომლებიც კონკრეტულ მშენებლობებზე მუშაობენ, მათ უსაფრთხოებაზე და ასევე, არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ, რომ მიწები დაიტაცონ და უკანონო მშენებლობები წამოიწყონ. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბატონ გიორგი ბაგრატიონს, რომ რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ სამშენებლო სამართალდარღვევის არცერთი ფაქტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)