|
2018-01-18 10:50:42, 1788 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილედ სოფიო ხუნწარია ინიშნება
თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილედ სოფიო ხუნწარია წარადგინა, რომელიც აქამდე კულტურის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა. „მოგეხსენებათ, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის კულტურის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით 2018 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. მინდა სოფოს წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს მოსახლეობისათვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მერის ახალი მოადგილე კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მიმართულებებს ჩაიბარებს. რაც შეეხება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს, მის ხელმძღვანელად ირაკლი გვილავა ინიშნება, რომელიც აქამდე განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი იყო. მერიის სტრუქტურული რეფორმის თანახმად, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებები ერთი სამსახურის ქვეშ ერთიანდება.
(NS)
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)