|
2018-01-17 15:41:14, 2108 ნახვა
სამართალი
პროკურორი: სასამართლოს დავუმტკიცეთ, რომ გიორგი მამალაძემ ანგარებით მოამზადა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის დღევანდელი განხილვა დასრულდა. ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით წარსდგა. პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, სასამართლოს დაუმტკიცეს, რომ მამა გიორგი მამალაძემ მოამზადა შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობა როგორც ანგარების, ისე შურისძიების მოტივით. პროკურორს მოლოდინი აქვს, რომ სააპელაციო სასამართლო მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს და მამა გიორგი მამალაძეს დამნაშავედ ცნობს ანაგარების მოტივით შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებაში. „ბრალდების მხარემ დღეს თავისი საბოლოო სიტყვა დაასრულა. სასამართლოს წარვუდგინეთ მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს გიორგი მამალაძის ბრალეულობას, ვფიქრობ, სასამართლოს დავუმტკიცეთ, რომ მამალაძემ მოამზადა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობა, როგორც ანგარების, ისე შურისძიების მოტივით. გვაქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო მამალაძეს ცნობს დამნაშავედ თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებაში, ანგარებით“,-განაცხადა გუბელაძემ. შემდეგი პროცესი 31 იანვარს გაიმართება, რა დროსაც საბოლოო სიტყვას დაცვის მხარე იტყვის. თავად ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე არ აპირებს სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართოს. შეგახსენებთ, 2017 წლის 5 სექტემბერს საპატრიარქოს კარზე მომუშავე დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე პირველი ინსტანციის სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა ფაქტობრივ გარემოებებს დაეთანხმა, თუმცა მოტივის ნაწილში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა. სახელმწიფო ბრალდებას სურს, დეკანოზი მამალაძე გასამართლდეს სსკ-ის 18-109-ე მუხლით, რომელიც განხზრახ მკვლელობის ანგარებით მომზადებას გულისხმობს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)