16:28 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 15:34:40, 2046 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: თამაზ ქვლივიძე დანას მოგერიების მიზნით იქნევდა, ვინმესთვის დაზიანების მიყენების განზრახვა არ ჰქონია

კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის, თამაზ ქვლივიძის ადვოკატის, ზაზა მესხის განხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

კერძოდ, ადვოკატის განმარტებით,  თამაზ ქვლილიძეს ჰქონდა ცივი იარაღი, რომელსაც თავის დაცვის მიზნით იქნევდა. 

ზაზა მესხის განხადებით, თამაზ ქვლივიძეს არ ჰქონია განზრახვა, ვინმესთვის, მითუმეტეს პოლიციელისთვის, რაიმე დაზიანება მიეყენებინა.  ადვოკატი აღნიშნავს, რომ ინციდენტში მონაწილე პირებს, დაზიანებები გაშველების დროს აქვთ მიღებული.

„შს მინისტრმა აბსოლუტურად კანონიერი, სწორი განცხადება გააკეთა.  მე 20 წელი ვმუშაობდი  შს ორგანოებში.  პირველი დამცველი ვარ პოლიციის თანამშრომლების, მაგრამ მან არ იცოდა, რომ ის პოლიციის თანამშრომელი იყო. არც არავითარი განზრახვა არ ჰქონდა, რომ ვინმესთვის, არათუ პოლიციელისთვის, უბრალო მოქალაქისთვისაც მიეყენებინა დაზიანება.  ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გაშველების დროს მიღებული დაზიანებები.  ხოლო თუ რა გახდა ამ გაშველების მიზეზი, მოვიპოვებთ მტკიცებულებებს. ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს, რომ ჰქონდა დანა და უბრალოდ მოგერიების მიზნით იქნევდა“,– განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ  თამაზ ქვლივიძეს, დაცვის თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით,  კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს,  თამაზ ქვლივიძემ შსს–ის ერთი და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი  მუხლით აქვს წარდგენილი. საქალაქო სასამართლომ ქვლივიძეს  გირაო შეუფარდა,  თუმცა დღეს  სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება გირაო,  პატიმრობით შეცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics