01:10 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 13:54:24, 710 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი თანაქალაქელებს ახალი წლის დადგომას ულოცავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია თანაქალაქელებს ახალი წლის დადგომას ულოცავს.

„ყველა ზუგდიდელს, ყველა ჩემს თანაქალაქელს და ჩემი რაიონის მოქალაქეს ვულოცავ ახალი წლის დადგომას. ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და წარმატებულ წელს. მინდა ამ წელს ყველას ოჯახში იყოს სითბო, სინათლე, სიყვარული, ხვავი და ბარაქა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2014 წელი იყო დიდი პასუხისმგებლობისა და სერიოზული გამოწვევების წელი, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ სფეროებში მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტები და პროგრამები, რაოდენობრივად და თანხობრივად უპრეცენდენტოდ მაღალია წინა წლებთან შედარებით.

მუნიციპალიტეტში განხორციელდა ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა: მუნიციპალური და სასოფლო გზების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების, ნაპირდამცავი სისტემების, სანიაღვრე არხების, ხიდებისა და ხიდბოგირების, სპორტული მოედნების მშენებლობა, მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, გარე განათებების რეაბილიტაცია, მშენებლობა და კეთილმოწყობა. რამაც ხელი შეუწყო მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ მთლაინად დააზღვია თითოეული მოქალაქის ჯანმთელობა, მუნიციპალიტეტის გამგეობა კი სოციალური და ჯანდაცვის მოქნილი პროექტებით ხელს უწყობს მოსახლეობას შეუძინოს საჭირო მედიკამენტები და დაუფინანსოს სხვა სამედიცინო მომსახურეობა. მუნიციპალიტეტის გამგეობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მრავალშვილიან, დედ–მამით ობოლ, ხანდაზმულ, უსახლ–კარო, სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას და თანადგომის მიზნით პროგრამის ფარგლებში უწევს დახმარებას. ასევე მზრუნველობას იჩენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ოჯხური ძალადობის მსხვერპლებზე.

მუნიციპალიტეტის გამგეობამ მთლიანად უზრუნველყო სკოლამდელი აღზდის ფინანსურად უზრუნველყოფა და შენახვა.

გამგეობამ დააფინანსა სოფლის სკოლების ტრანსპორტირება. ფინანსური მხარდჭერა ეძლევა განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებს. მუნიციპალიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს კულტურული ცენტრი „ოდიში“ რომელიც რაიონის მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლებას უწყობს ხელს.

ჩემი და ცენტრალური ხელისუფლების პრიორიტეტი ადამიანია, მისი სოციალური დაცვა, განვითარება და განათლება. ჩემი ფუნდამენტური ღირებულება თითოეული ჩემი მოქალაქის ინტერესის დაცვა და მასზე ზრუნვაა. ჩემი ხელისუფლების პირობებში თითოეულ ჩემს მოქალაქეს ვპირდები უკეთეს მომავალზე ზრუნვას და ბოლომდე დავიხარჯები ჩემი რაიონის განვითარებისთვის“, - ნათქვამია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics