|
2018-01-16 19:13:03, 5021 ნახვა
სხვადასხვა
პოლიციელის და დაცვის თანამშრომლების დაჭრაში ეჭვმიტანილის მამა „ქართუ-უნივერსალის“ მეწილეა
კლუბ „ბასიანში“ ერთი პოლიციელის და ორი დაცვის თანამშრომლის დაჭრაში ეჭვმიტანილი თამაზ ქვლივიძეა. იგი სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას დიდი პროტესტი მოჰყვა. საზოგადოების ერთმა ნაწილმა ღიად თქვა, რომ ეჭვმიტანილის მამას პაატა ქვლივიძეს დიდი გავლენები აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში. ვინაა პაატა ქვლივიძე ბიზნესმენი პაატა ქვლივიძე შპს „ქართუ-უნივერსალის“ 3-პროცენტიანი წილის მფლობელია. თავად კომპანია შპს „ქართუ უნივერსალი“ დაარსდა 1996 წელს და წარმოადგენდა სს „ქართუ ჯგუფის“ ერთ-ერთ საინვესტიციო პროექტს, რომლის მფლობელიც ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილია. 1997 წლიდან სს „ბანკი ქართუ“-ს დაფინანსებით დაიწყო ნაყინის საწარმოს მშენებლობა-აღჭურვა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, რომელიც 1 წელიწადში დასრულდა და პირველად 1998 წლის ზაფხულის სეზონზე დაიწყო ნაყინის რეალიზაცია „თოლიას“ სავაჭრო ნიშნით. მოგვიანებით კომპანიამ დამატებით დაიწყო ხორცის პროდუქტების წარმოება, კერძოდ გაყინული ხინკალი და პელმენი, საკუთარი ბრენდით. "ექსპრესნიუსის" მონაცემებით, პერიოდულად კომპანია სარგებლობს კომერციული კრედიტებით, რომლითაც ხდება შპს „ქართუ უნივერსალის“ აღჭურვა. კრედიტები ძირითადად გაიცემა „ქართუ ბანკიდან“. 2015 წელს ბიზნესმენმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ „თოლია“ რომელიც „ქართუ-უნივერსალის“ ბრენდია, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მას აჩუქა. გოგი თოფაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ”თოლია” ძალიან შეღავათიან ფასად დაუთმო: ”ის ქარხანა ვერ მუშაობდა, უკმაყოფილო იყო ბიძინა, მომცა და მითხრა, გოგი, ამ ქარხანას გაყიდიან და ვერ მოუვლიან. მოდი, შენ მოუარე, ბანკში ჩადე, ჩემს ბანკში და თუ ვერ მოუვლი, ხომ წავიღებ ამ ქარხანას თუ არა და, განავითარებო. იმის მერე ეს ქარხანა ნაყინის წამყვანი მწარმოებელია. ჩვენი ბაზრის ნახევარი უჭირავს და საკმაოდ მომგებიანია. ექვსი წელი მოვუნდით მის რეკონსტრუქციას, მაგრამ ერთ-ერთი წამყვანია ახლა ჩვენს ბაზარზე”,- განაცხადა 2015 წლის მარტში გოგი თოფაძემ. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, რომელიც 2014 წლის 31 მარტშია გამოქვეყნებული წერია, რომ შპს-ქართუ-უნივერსალის" 74 პროცენტი გოგი თოფაძეს ეკუთვნის. ამავე მონაცემებით, კომპანიის 3 პროცენტიანი წილი პაატა ქვლივიძის საკუთრებაა.
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)