|
2018-01-16 18:29:17, 743 ნახვა
თბილისის მერიაში სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელეს
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მერიაში გამართულ შეხვედრაზე დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელეს. მაია ბითაძემ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქში ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგებისა და საცობების შემცირების მიზნით უნდა განახორციელოს. მისი თქმით, მერია მზადაა, აქტიურად იმუშაოს სადისტრიბუციო კომპანიებთან იმისთვის, რომ ახალმა გრაფიკმა მინიმალურად შეაფერხოს ბიზნესი და უფრო მეტად შუწყოს ხელი ქალაქში არსებული მოძრაობის განტვირთვას. „სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა. შევჯერდით ძირითად მიმართულებებზე, რომ სადისტრიბუციო კომპანიები მოემზადონ იმ ახალი რეგულაციებისათვის, რომელიც სადისტრიბუციო მანქანების ღამის საათებში მოძრაობას შეეხება. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ კომპანიებთან აქტიურ მუშაობას, რათა სადისტრიბუციო მანქანების ღამის განმავლობაში მოძრაობის გრაფიკმა მინიმალურად შეაფერხოს ბიზნესი და მინიმალური პრობლემები წარმოშვას, ზოგადად, ქალაქში მოძრაობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაია ბითაძემ. შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებმა იმ რისკებზე ისაუბრეს, რომელიც ახალი გრაფიკის დაწესებით, შესაძლოა, მათ კომპანიებს შეექმნას. კომპანიებმა მერიასთან მჭიდრო კომუნიკაციით ამ რისკების შემცირებისა და ახალი რეგულაციებისთვის სათანადოდ მომზადების სურვილი გამოთქვეს. შეხვედრის ბოლოს, მხარეები კონკრეტული მოსაზრებების შეჯერებისთვის შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. თბილისის მერის ინიციტივით დედაქალაქის მთავრობა საცობების შემცირების მიზნით კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებას იწყებს. ღონისძიებები ეხება სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით კონკრეტული საათების დადგენას, ასევე, ნარჩენების გატანისა და სამარშრუტო ტაქსების სწორი მოძრაობის რეგულირებას.
(NS)
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)