|
2018-01-16 13:54:40, 1904 ნახვა
საზოგადოება
კალაძე გლდანის სარაგბო კომპლექსზე: კომპანიამ შენიშვნები მიიღო და სამუშაოების განხორციელება დაიწყო
თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში მდებარე რაგბის კომპლექსში, ხარვეზების გამოსწორების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს. „როგორც ხედავთ, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ სპორტული კომპლექსის პროექტი „საბა კონსტრაქშენმა“ განახორციელა. აშკარად, თვალითაც ჩანდა, რომ არსებობდა პრობლემები, თუმცა კომპანიამ შენიშვნები მიიღო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დაიწყო. მთლიანად მოიხსნება მინდვრის საფარი და ჩაუტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, გასახდელები, საპირფარეშოები - ყველაფერი იქნება აღდგენილი და გამოსწორებული. მერია არანაირ თანხას არ იხდის ამ კონკრეტულ სამუშაოებში. კომპანია თავის თავზე იღებს ყველა გამოსასწორებელ ხარვეზს, რომელიც ჩვენ აქ ვიხილეთ და ამ სამუშაოებს თვითონვე ასრულებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა გახდა კომპლექსის ინფრასტრუქტურის დაზიანების მიზეზი. კახა კალაძე რაგბის კომპლექსში არსებული მდგომარეობას ერთი კვირის წინ გაეცნო, გაწეული სამუშაოები უარყოფითად შეაფასა და შესაბამის სამსახურებს მშენებელ კომპანიასთან დროული კომუნიკაცია და ხარვეზების აღმოფხვრა დაავალა. შპს „საბა კონსტრაქშენმა“ ხარვეზების გამოსწორება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. სპორტული ბაზა, რომელიც გასული წლის მაისში გაიხსნა, ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული და 1000 გულშემატკივარზეა გათვლილი. სარაგბო კომპლექსის მშენებლობა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა შპს „საბა კონსტრაქშენს“ დაუკვეთა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო, რომლის საბოლოო ღირებულება 6 932 650.64 ლარით განისაზღვრა. (NS)
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)