|
2018-09-02 17:31:15, 2615 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და ბელარუსის შს სამინისტროებს შორის არასრულწლოვანთა გაცვლითი პროგრამა ამოქმედდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის „არასრულწლოვანთა გაჯანსაღების შესახებ“ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გაცვლითი პროგრამა ამოქმედდა. შსს-ს ცნობით, „არასრულწლოვანთა გაჯანსაღების შესახებ“ მემორანდუმისა და გაცვლითი პროგრამის მიზანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, არასრულწლოვანთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სამართალდამცველის პროფესიის პოპულარიზება. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ქართველი ბავშვები ბელარუსში გაემგზავრნენ, ბელარუსიდან კი საქართველოს მოზარდთა ჯგუფი ორი კვირით ესტუმრა. საქართველოში სტუმრად მყოფმა არასრულწლოვნებმა სხვადასხვა სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, პროგრამის ბოლოს კი ქუთაისის, მცხეთისა და თბილისის კულტურული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. გასულ წელს, ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძრების ლიკვიდაციისას, ბელარუსმა საქართველოს ავიაციით, ტექნიკური და ადამიანური რესურსით უმნიშვნელოვანესი დახმარება გაუწია. ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებულია მემორანდუმები არასრულწლოვანთა გაჯანსაღების, საპოლიციო საგანმანათლებლო და ოპერატიული თანამშრომლობის კუთხით.
(NS)
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)