|
2018-01-15 13:27:46, 2113 ნახვა
საზოგადოება
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ახალი ფუნქციები ემატება
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ახალი ფუნქციები ემატება. ამის შესახებ მერიის სტრუქტურულ პრეზენტაციაზე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. სამსახურს ორი ძირითადი მიმართულება ექნება: ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში, გატარებაში და ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვაში მონაწილეობა. „ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ორი ახალი მიმართულება ემატება: ეს არის სატრანსპორტო პოლიტიკის განსაზღვრა, რაზეც, სამწუხაროდ, აქამდე ნაკლებად იყო ყურადღება გამახვილებული და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რითიც უნდა დაკავდეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახური. უნდა არსებობდეს ტრანსპორტის განვითარების გრძელვადიანი ხედვა და ამის შესაბამისად უნდა დაიგეგმოს ქალაქმშენებლობითი პროცესები. რასაკვირველია, საჭიროა ისევ და ისევ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურთან კოორდინაცია, თითოეულ გადაწყვეტილების მიღების პროცესის დასაწყისშივე მონაწილეობა იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე, უკვე მშენებლობის ნებართვის გაცემის ეტაპზე არ გვჭირდებოდეს იმაზე ფიქრი, შეექმნება თუ არა ტრანსპორტს პრობლემა. დაგეგმარების ეტაპზევე უნდა მოხდეს ამ სამსახურის ჩართვა და ამით დაზღვეულები ვიქნებით ყოველგვარი პრობლემებისგან, რაც შეიძლება ტრანსპორტის სისტემაში განვითარდეს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
(NS)
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)