|
2018-01-15 12:23:36, 1863 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიაში ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ნაცვლად, გარემოს დაცვის სამსახური იქმნება
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური გარემოს დაცვის სამსახურად გარდაიქმნება. ამის შესახებ თბილისის მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაციაზე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. ახალი სამსახური არამარტო მწვანე ლანდშაფტური პოლიტიკის განსაზღვრის, მწვანე სივრცეების განვითარებისა და ახალი სარეკრეაციო ზონების შექმნის მიმართულებით იმუშავებს, არამედ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქალაქმშენებლობის პროცესში და კოორდინაციაში იქნება ურბანული განვითარების სამსახურთან, შეიმუშავებს ტყის მართვის პოლიტიკას, ასევე, უზრუნველყოფს მუნიციპალური ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და ნებართვების გაცემას. „გამწვანების პოლიტიკა იქნება შემუშავებული და თითოეული აქტივობა, რომელსაც გარემოს დაცვის სამსახური განახორციელებს, იქნება წინასწარ გააზრებული და დაგეგმილი გადაწყვეტილების ჭრილში განხორციელებული მოქმედება. რაც მთავარია, მოხდება მუნიციპალური ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ნარჩენების სეპარირების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
(NS)
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)