|
2018-01-11 13:22:50, 2043 ნახვა
საზოგადოება
„სოლიდარობა პანკისს!“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს აქცია გაიმართება
სოლიდარობის ნიშნად არასამთავრობო ორგანიზაციები და სასულიერო პირები პანკისის ხეობაში გაემგზავრნენ. პარალელურად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ. აქცია ლოზუნგით - "სოლიდარობა პანკისს: პანკისი არ არის შორს!" გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არიან: ადამიანის უფლებების სწავლებიდა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ადამიანის უფლებათა ცენტრი, თეთრი ხმაურის მოძრაობა და აუდიტორია #115. ისინი აცხადებენ, რომ საქმეში ჩნდება დასაბუთებული ეჭვები ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობასთან და თანაზომიერებასთან დაკავშირებით. მათ მიაჩნიათ, რომ საქმეში იკვეთება სახელმწიფოს, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. აქციის ორგანიზატორების ძირითადი მოთხოვნებია: "სახელმწიფომ უზრუნველყოს სიმართლის დადგენა და ეფექტიანი გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, სახელმწიფომ შეწყვიტოს პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, ხელისუფლებამ უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვა, მასზე საპარლამენტო და საჯარო კოტროლის გაძლიერება და მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება, ასევე სახელმწიფომ უნდა შეასრულოს ყველა მოქალაქისთვის ღირსეული ცხოვრების და სამართლიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის ვალდებულება!". თემირლან მაჩალიკაშვილს პანკისის ხეობის, სოფელ დუისში დღეს, დღის მეორე ნახევარში დაკრძალავენ. ის გუშინ წმინდა მიქეილ მთავარანგელოზის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით მაჩალიკაშვილის ცხედარს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში 4 საათის განმავლობაში ექსპერტიზა უტარდებოდა. გუშინვე, 19 წლის ახალგაზრდა პანკისში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)