|
2018-01-11 12:07:33, 2072 ნახვა
საზოგადოება
ავტოავარიისას დაშავებული 4 სამართალდამცველის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი, მძიმე
ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავებული 4 სამართალდამცველის მდგომაროება სტაბილურია, ერთის კი, მძიმე. როგორც ზუგიდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა ირაკლი პაპავამ აღნიშნა, პაციენტები მკურნალობას განაგრძობენ. "4 პაციენტის მდგომარეობა ამჟამად არის სტაბილური. ისინი რჩებიან კლინიკაში დაკვირვების მიზნით. რაც შეეხება კიდევ ერთ პაციენტს, ის არის მძიმე მდგომარეობაში. შემოსვლისთანავე გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები. აღენიშნება ქალაფუძის მოტეხილობა, ქალატვინის დახურული ტრავმა, ასევე გულმკერდის დახურული ტრავმა. ის რეანიმაციაშია გადაყვანილი", - განაცხადა ექიმმა. ცნობისთვის, ხობში შსს-ს განსაკუთრებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტომობილი, რომელშიც 6 სამართალდამცველი იმყოფებოდა, გუშინ ავარიაში მოჰყვა. ავარიის შედეგად, ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)