|
2018-01-11 11:30:06, 1813 ნახვა
სამართალი
დუისის მკვიდრი: ხეობა აღელვებულია და ყველა ითხოვს, რომ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს
პანკისის ხეობის მოსახლეობა იმ სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს, ვინც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს ცეცხლი გაუხსნა. ხეობაში მომხდარ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. ადგილობრივების თქმით, არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი, მათ შორის "რატომ არ მოხდა მაჩალიკაშვილის ცივილიზებული გზით დაკავება". "გამოძიება არა მგონია ობიექტურად იყოს ჩატარებული. ოპტიმისტურად არ ვართ განწყობილი. არ ვიცით ახლა რა მოხდება, შეიძლება ამ საქმემ წინ წაიწიოს, იმიტომ, რომ მთელი ხეობის მოსახლეობა აღევებულია და ყველა იმას ითხოვს გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს. კითხვა გვაქვს, თუ რატომ ჩაიდინის ეს ასეთი ფორმით. შეიძლებოდა ცივილური ფორმებით მომხდარიყო", - განაცხადა ერთ-ერთმა მკვიდრმა, მურად ალდამოვმა. კიდევ, ერთი პანკისელის, ანზორ ქავთარაშვილის განცხდებით, მაჩალიკაშვილი უდანაშაულო იყო. "ტყუილად, უბრალოდ დაღუპეს უდანაშაოლო ბავშვი, ოჯახი გაანადგურეს. ხეობის მოთხოვნაა, დაისაჯოს ვინც არის მტყუანი ამ საქმეში. იმ ვერსიას რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გვთავაზობს, უნდობლობას ვუცხადებთ. არაფრის არ გვჯერა. მას არანაირი კავშირი ტერორიზმთან არ ჰქონდა. მოთხოვნა არის სიმართლის დადგენა", - განაცხადა ქავთარაშვილმა. თემირლან მაჩალიკაშვილს პანკისის ხეობის, სოფელ დუისში დღეს, დღის მეორე ნახევარში დაკრძალავენ. ის გუშინ წმინდა მიქეილ მთავარანგელოზის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით მაჩალიკაშვილის ცხედარი, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს, სადაც მას 4 საათის განმავლობაში ექსპერტიზა უტარდებოდა. გუშინვე, 19 წლის ახალგაზრდა პანკისში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)