|
2018-01-10 18:57:08, 2140 ნახვა
სამართალი
ახმეტაში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ე.წ. მოდულის შენობაში ბრალი ოფიცილაურად წაუყენეს. როგორც მისმა ადვოკატმა დავით მოდებაძემ განაცხადა, მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. თავად იდოიძე თავს დამნაშავედ არ სცნობს და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. სასამართლომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე 24 საათის ვადაში უნდა იმსჯელოს. სავარაუდოდ, პროკურატურა ზურაბ იდოიძისთვისაც წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. საქმის მასალები, რომელიც ადვოკატს გადაეცემა, 17 ტომისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ დღეს ტერორიზმში ბრლადებული ჯგუფის წევრების დახმარებაში ბრლადებულ ზურაბ გორნაკაშვილის საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ იდოიძის დაკავება გორნაკაშვილის ჩვენებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა. თუმცა, შინაარსობრივ მხარეზე მას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ უსაუბრია. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.მანვე, ასევე გამოძიების ცნობით, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე. სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)