08:42 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 14:54:16, 492 ნახვა

გენპროკურორის მოადგილე: სააკაშვილი გამოძიებისთვის საკუთარი ხმის ნიმუშის ჩაბარებაზე უარს ამბობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოძიებისთვის საკუთარი ხმის ნიმუშის ჩაბარებაზე უარს ამბობს. 

ამის შესახებ უკრაინული „მეხუთე არხის“ ეთერში გენერალური პროკურორის მოადგილე ევგენი ენინმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცველები უახლოეს დღეებში ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოსთან საუბრის  ჩანაწერების ექსპერტიზის შედეგებს გამოაქვეყნებენ.

„მსურს აღვნიშნო, რომ სააკაშვილი არანაირად არ უწყობს ხელს ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას, ვინაიდან მან უკვე რამდენიმეჯერ განაცხადა უარი საკუთარი ხმის ნიმუშების ჩაბარებაზე. ამით ის გარკვეულწილად ადასტურებს, რომ ხმა მისია, საუბარს კი ნამდვილად ჰქონდა ადგილი. მაგრამ სჯობს დაველოდოთ ოფიციალური ექსპერტიზის შედეგებს“, - განაცხადა ენინმა.

შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს უკრაიანის გენერალურმა პროკურატურამ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო საუბრობენ.

პროკურატურის მტკიცებით, კურჩენკომ სააკაშვილს ხელისუფლების დამხობის მიზნით 500 000 დოლარი გადაუხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics