|
2018-01-10 13:35:52, 2172 ნახვა
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასული დღე - ღამის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე აღინიშნა წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. ქროდა ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში აღინიშნა ქარბუქი. ღამის საათებში ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო დაიკეტა გუდაური - კობის გზის მონაკვეთი. დაფიქსირდა ქარის სიჩქარის შემდეგი მნიშვნელობები: ქობულეთი - 18 მ/წმ, ქუთაისი - 16 მ/წმ, ბაკურიანი - 21 მ/წმ, გორი, დევდორაკი, კობი - 17 მ/წმ, ჯვრის უღელტეხილი - 18 მ/წმ, გუდაური (სნოუ პარკი) - 21 მ/წმ, ბოლნისი, თელავი, თბილისი (ვაშლიჯვარი), - 20 მ/წმ, დღეს დღის განმავლობაში ქარი შენარჩუნდება, ნაკლები სიძლიერით. სინოპტიკოსების ინფორმაციით 11 იანვარს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამისა და დილის საათებში მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით და ნისლია მოსალოდნელი. დედაქალაქში მცირე თოვლჭყაპია შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +2, +7 გრადუსამდე დაიკლებს. 12 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსი იქნება. 13 – 14 იანვარს შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი, 14 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სააგენტოს სპეციალიტების ჯგუფი 24 საათიან რეჟიმში თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან იღებენ ინფორმაციას შემდგომი რეაგირებისთვის.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)