|
2018-01-10 13:07:53, 2361 ნახვა
საზოგადოება
„მოვიდეს მთავრობა, წაუკიდონ ცეცხლი აქაურობას” - პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის გადასვენებას ელოდებიან
პანკისში, თემირლან მაჩალიკაშვილის გადასვენებას ელოდებიან. დუისის მოსახლეობა იმ სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს, რომელმაც მაჩალიკაშვილს ესროლა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილს ხელყუმბარა არ ჰქონია და მას გაუფრთხილებლად ესროლეს. მათივე თქმით, დაჭრის შემდეგ, 19 წლის ახალგაზრდა საავადნყოფოში 4 საათში გადაიყვანეს. „მოვიდეს მთავრობა, წაუკიდონ ცეცხლი აქაურობას, მაინც წაგვიკიდა ცეცხლი. ერთად ამოგვწვან, გომელაურს გადაეცით. რა გამიკეთეს, როგორ გამიქრეს ბავშვი“, - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ. შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრეს. ის თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირს განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა. თუმცა, დღეს დილით ის გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცნობისთვის, 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოოპერაციის საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა. სუს-ის პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ვიდეოკადრებში ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. აღსანიშნავია, რომ კადრებში ასევე თემირლან მაჩალიკაშვილიც ფიგურირებს.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)