|
2018-01-09 17:39:55, 2183 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გრიპის ვირუსის გააქტიურებას მიმდინარე თვიდან ვარაუდობს. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და სიფრთხილის მიზნით პრევენციის ზომების დაცვას ურჩევს. "გრიპის ვირუსი A იქნება თუ B, ის ჯერჯერობით არ არის იდენტიფიცირებული ქვეყანაში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ იქნება. ველოდებით, რომ ალბათ იანვარში, როგორც ყოველთვის, როდესაც გრიპის პიკია, თანდათანობიით გრიპის ვირუსის ცირკულაცია ქვეყანაში გაჩნდება. ამიტომ, შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები რაც ტარდება ეს უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა გამყრელიძემ. სპეციალისტების ინფორმაციით, ზოგადად გრიპის ვირუსს მაღალი ტემპერატურა და სისუსტე ახასიათებს, რაც მას გაციების ტიპის ვირუსისგან გამოარჩევს. ექიმები ურჩევენ მოსახლეობას ხშირად ხელების დაბანას, ტემპერატურის კონტროლს, სითხეების მიღებას. რისკ ჯგუფის წარმომადგენლებს, ანუ ორსულებს, ხანდაზმულებსა და მცირეწლოვნებს, ურჩევენ ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ და ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)