|
2018-01-09 16:51:54, 1826 ნახვა
საზოგადოება
ქოროღლის ციხეზე ტურისტული ბილიკი მოეწყობა
თბილისის ტურისტულ ბილიკს შესაძლოა, ქოროღლის (აზეულა) ციხის ტურისტული ბილიკი შეემატოს. მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ქოროღლის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგა. „გვაქვს იდეა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ციხის ტურისტულ ზონად ჩამოყალიბებას გულისხმობს. იდეის ფარგლებში, გვსურს, ტურისტული ნიშნულების დამონტაჟება, საინფორმაციო ბანერების განთავსება და ქოროღლის ციხის განათება, რაც ჩვენი აზრით, კოჯრის, როგორც თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. მისი თქმით, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო. „ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს რეკომენდაციები, რათა სამუშაოების განხორციელება უფრო ეფექტურად, შესაბამისი სტანდარტების დაცვით მოხდეს“, - განაცხადა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა. ქოროღლის ციხე კოჯორში, ზღვის დონიდან 1 250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მას „აგარათა“ ციხეს უწოდებდნენ, შუა საუკუნეებისთვის კი - „აზეულას.“ ციხის საბოლოო სახელი „ქოროღლი“ (აზერბაიჯანულად ქორ - ბრმა), მე-18 საუკუნეში გაჩნდა, რომელიც აზეულას ტყისთვის თავშეფარებულ განდეგილთან დაკავშირებულ თქმულებას უკავშირდება.
(NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)