|
2018-01-09 16:33:24, 1742 ნახვა
საზოგადოება
დეკემბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 335 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის დეკემბრის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 335 ფაქტი გამოავლინეს. სამინისტროს ინფორმაციით, აქედან, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა 149 ფაქტი, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 42 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 40 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 39 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 37 ფაქტი და ქვემო ქართლისა და აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოების ტერიტორიაზე - 28 ფაქტი. „ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 452მ3 ხე-ტყე. ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 74 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 9 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)