|
2018-01-09 16:26:21, 1827 ნახვა
სამართალი
პროკურორი: მხოლოდ ის ცივი იარაღი მონაწილეობდა საქმეში, რომელიც მტკიცებულების სახითაა წარმოდგენილი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის განცხადებით, ბრალდების მხარეს უამრავი, სხვადასხვა სახის მტკიცებულება გააჩნია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასამრთლოს მიერ მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის შემდეგ, მათი არსებით სხდომაზე გამოკვლევა მოხდება. ვინაიდან საქმმე არასრულწლოვნებს ეხება, პროკურორი საქმის შინაარსობრივ მხარეზე არ საუბრობს. ამასთან ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, მოცემულ საქმეზე დაკითხულია 120-მდე პირი, ჩატარებულია 20 ექსპერტიზა, რომელთა შედეგებიც, მისივე განმარტებით, დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზეა წარდგენილი. „არის სხვა ექპერტიზები, რომელთა შედეგებიც დამატებით წარედგინება სასამართლოს“,- განმარტა პროკურორმა. ამასთან, ზვიად ფხაკაზე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქმეზე არასრულფასოვანი გამოძიება ჩატარდა. „ ეს არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით და ნებისმიერი პირი შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, მიეცემა პასუხისგებაში“, - განაცხადა ფხაკაძემ რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში ორზე მეტი ცივი იარაღი ფიგურირებს, პროკურორი აღნიშნავს, რომ საქმეში მხოლოდ ის ცივი იარაღი მონაწილეობდა, რომელიც მტკიცებულების სახითაა წარმოდგენილი. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)