16:28 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 17:17:38, 374 ნახვა

საზოგადოება
არჩილ თალაკვაძე: ტერორიზმის საფრთხის წინაშე საქართველოც არის

„ტერორიზმი გლობალური გამოწვევაა და საქართველოც არის ამ ერთიანი საფრთხის წინაშე“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა.
მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობს.
„ტერორიზმი გლობალური გამოწვევაა და საქართველო ამ თამაშის გარეთ არ არის. პირიქით, საქართველოც არის ამ ერთიანი საფრთხის წინაშე.  ვფიქრობ, რომ ის თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს დასავლეთ–აღმოსავლეთ  ევროპის ქვეყნებთან, აშშ–სთან, ტერორიზმის, ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, მნიშვნელოვანია და ვთანამშრომლობთ სრულად, რომ ეს საფრთხეები იქნას აღკვეთილი. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების შესაძლო მონაწილეობას ამ პროცესში, ამასთან დაკავშირებით მთავრობას ინიცირებული აქვს კანონპროექტი, რომელიც ამკაცრებს რეგულაციებს და ვფიქრობ, რომ თუ პარლამენტი დაეთანხმება ამ ცვლილებას, ჩვენ გვექნება უფრო ზუსტი და კარგი საკანონმდებლო რეგულირება. ამასთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებსაც და შსს–საც გაუადვილდებათ, მსგავსი ფაქტები თავიდანვე აღკვეთონ“,– განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ მოითხოვა ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჭარბი მოგების გადასახადის დაწესება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics