|
2018-01-09 11:33:21, 1840 ნახვა
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2017 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაამზადა 3 300 ერთეულზე მეტი ყალბი ერთლარიანი მონეტა, რომლებიც ქალაქ თბილისში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ბრალდებულის მიერ დამზადებული და გასაღებული ყალბი ერთლარიანი მონეტები, მონეტების დასამზადებლად საჭირო მასალა, ყალიბები და ხელსაწყოები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)