13:43 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-09 09:13:45, 1887 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

მხარეებმა არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.

დღეს ასევე სასამართლო ბრალდებულებისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებასაც გადასინჯავს. 

პროცესი საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩაინიშნა.

"მიგვაჩნია, რომ გამოძიება არ არის სრულყოფილად ჩატარებული, ბევრი უმნიშვნელოვანესი დეტალი არის გაურკვეველი, საზოგადოებას აწუხებს ბევრი ისეთი შეკითხვა, რომელზეც ბრალდების მხარე პასუხს ვერ სცემს,"-განუცხადა „რუსთავი 2“-ს ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ,  პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად  ორი მოზარდი მოკლეს.

ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს. 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics