|
2015-05-12 10:16:23, 840 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე პარლამენტში მომავალ კვირას ანგარიშით წარსდგება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ლარის კვალ გაუფასურების მიზეზებზე ჟურნალისტებთან არ ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალ კვირას პარლამენტში ანგარიშით წარსდგება. „პარლამენტში ვისაუბრებთ როგორც მიზეზებზე, ასევე რა თქმა უნდა გადაჭრის გზებზე“,-აღნიშნა ქადაგიძემ. მან ასევე EBRD-ის საერთაშორისო ფორუმიც შეაფასა და განაცხადა, რომ ქვეყანამ საკუთარი პოტენციალი დადებით ჭრილში უნდა წარმოაჩინოს, რათა მეტი უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს. „ჩვენთვის ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანია. ვინაიდან უნდა გამოვიყონოთ ეს საერთაშორისო ფორუმი, რომელიც საქართველოში ტარდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა დადებით ჭრილში წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და დადებითი მოვლენი შევუქმნათ ინვესტორებს. საბოლოო ჯამში საერთაშორისო უცხოური ინვესტიციების ზრდა და უცხოელი პარტნიორების განწყობა არის ის, რაც ქმნის სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს შემოსავლების ზრდას“,-აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)