|
2018-01-08 17:19:56, 2094 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა
ნაძალადევის რაიონში, დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, საყვირის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში, სადაც 182 ოჯახი ცხოვრობს, სადარბაზოები მოწესრიგდა. 2017 წელს, მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს კეთილმოწყობის მიზნით, ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, სულ 257 პროექტი განხორციელდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო 475 სადარბაზოში შესრულდა: რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლიფტებს და კიბეებს, გამოიცვალა წყალ-კანალიზაციის შიდა ქსელი და წყალსაწრეტი მილები, დამონტაჟდა მეტალის კარები და სენსორული განათება, გარდა ამისა, ჯამში 50 083 კვადრატულ მეტრ ფართობზე კორპუსის სახურავები შეიცვალა. გასულ წელს შესრულებული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 794 421 ლარი გამოიყო. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების თანადაფინანსება 2018 წელსაც აქტიურად გაგრძელდება. (NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)