|
2018-01-08 13:06:03, 1902 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო სარაგბო კლუბისთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტრო "სპორტული კლუბი არმიას" დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ა(ა)იპ "სპორტული კლუბი არმიას" ხელმძღვანელობა, ჯერ კიდევ 2017 წლის 5 მაისიდან ინფორმირებული იყო, რომ 2018 წლიდან დაფინანსება შეუწყდებოდა. "საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მას ოფიციალურად აცნობა. შესაბამისად, განცხადებები იმის შესახებ, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ინფორმაცია არ ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ეროვნული თავდაცვის აკადემიისთვის 2017 წლის ბოლოს ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო განაკვეთი არ წარუდგენია. 2017 წლის განმავლობაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის ფინანსების მართვის სამმართველოს არაერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია "არმიას" ფინანსისტთან (ქ/ნ ნინო ზედგენიძესთან), სადაც მას ყოველივე ზემოაღნიშნული დეტალურად განემარტა. აღნიშნული ფაქტი ასევე ცნობილი იყო "არმიას" პრეზიდენტისთვის ბ/ნ ზოდიკო ფარქოსაძისთვის. სარაგბო კლუბ "არმიას" წლიური დაფინანსება 400 ათას ლარს შეადგენს. აქვე მოგახსენებთ, რომ თავდაცვის უწყების პრიორიტეტებში, ამ ეტაპზე, არ შედის სპორტული კლუბების დაფინანსება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კლუბის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიიღო, გასულ წელს კლუბს სეზონის დასრულების შესაძლებლობა მაინც მიეცა", - აღნიშნული განცხადებაში. (NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)