|
2018-01-07 16:48:43, 2348 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: დღევანდელი დღე სიცოცხლის, სიყვარულის და სიკეთის ზეიმია
თბილისის მერი ალილოს მსვლელობას შეუერთდა და მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა. თბილისის მერი კახა კალაძე საშობაო ალილოს ვარდების მოედანზე შეუერთდა, მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა და შობის დღესასწაული მიულოცა. „ყველას გილოცავთ შობის დღესასწაულს, მთელს საქართველოს, ასევე, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ იმყოფებიან და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს აღნიშნავს შობას. დღევანდელი დღე სიცოცხლის, სიყვარულის და სიკეთის ზეიმია“, - განაცხადა თბილისის მერმა. ღონისძიება კოსტუმირებული წარმოდგენით მიმდინარეობს, რომელიც შობის ღამეს ასახავს. მოგვებისა და მწყემსების სამოსით შემოსილი მსვლელობის მონაწილეები შემოწირულობას ურმებზე აგროვებენ. ალილოს მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირის, თბილისის საკრებულოს, საპატრიარქოსა და პრეზიდენტის სასახლის გავლის შემდეგ, სამების საპატრიარქო ტაძარში დასრულდება. ღონისძიებაში თბილისის მერთან ერთად ვიცე-მერი და მერის მოადგილეები, ასევე, თბილისის მერიის თანამშრომლები მონაწილეობენ. (NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)