|
2018-01-07 15:16:16, 2220 ნახვა
საზოგადოება
საშობაო ალილო ბათუმში
7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაული ბათუმში ტრადიციული ალილოთი აღინიშნა. საზეიმო მსვლელობას საშობაო ნობათითადა ტკბილეულით შეუერთდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე,აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ბათუმში ალილოს მსვლელობა ტრადიციულად ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან იწყება. მახარობლებისასულიერო პირებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, ჩოხოსნებთან და მრევლთან ერთად ბათუმის ცენტრალურ ქუჩებს მოივლიანდა მსვლელობას ბათუმისთვის ბძოლაში დაღუპული გმირების საძმო საფლავთან ასრულებენ. ზურაბ პატარაძემ ალილოს მსვლელობისას ხაზი გაუსვა ალილოს ტრადიციის მნიშვნელობას და მოუწოდა მოსახლეობას მონაწილეობს მიღებისკენ. "მინდა გულწრფელად მივულოცო სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაული. ვუსურვო ჩვენ ქვეყანას მშვიდობა, სიკეთე, განვითარება, მეტი სიყვარული. დღეს ყველა ერთად ვართ და ერთად ვზეიმობთ. არაჩვეულებრივია ტრადიციული ალილოს დღესასწაული. მინდა, ყველას მოვუწოდო, გამოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა ალილოში და ყველამ ერთად ვაკეთოთ სიკეთე",-აღნიშნა მან. ალოლოზე შეგროვილი ნობათი შეჭირვებულებს გადაეცემათ. საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. ალილოს საშობაო მსვლელობა საქართველოს პატრიარქის, მისიუწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღდგა და უკვე რამდენიმე წელია ალამაზებს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.
(NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)