|
2018-01-07 14:46:38, 2154 ნახვა
საზოგადოება
საშობაო ალილოს პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები შეუერთდნენ
თბილისის პარლამენტის შენობის წინ საშობაო მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე შვილებთან ერთად შეუერთდა. ალილოს მონაწილეებს ასევე შეხვდნენ პარლამენტის წევრები. ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას შობის დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა. „მოგილოცავთ შობას, განსაკუთრებით ვულოცავ ბავშვებს. წელს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ შობას. შობასთან ერთად, აღვნიშნავთ პატრიარქის იუბილეს, პატრიარქის აღსაყდრების იუბილეს და გვინდა, რომ ასეთი განსაკუთრებული წელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ალილო ტრადიციად 2000 წლიდან იქცა. ეს არის დღე როდესაც ღამისთევის შემდეგ მგალობლები დადიან ქუჩებში და მოსახლეობას ულოცავენ ქრისტეშობის დღეს. მსვლელობის დროს მახარობლები აგროვებენ იმ შემოწირულობას, რასაც ხალხი გადასცემს მათ და ეს შემოწირულობა ურიგდებათ გაჭირვებულ ადამიანებს, მიუსაფარ ბავშვებს და ასევე პატიმრებს.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)