|
2018-01-05 16:16:23, 1971 ნახვა
საზოგადოება
რუსეთის პატრიარქის წერილში, ილია მეორის სრული ტიტულიდან ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი ამოღებულია
რუსეთის პატრიარქის, კირილეს მილოცვაში, რომელიც მან გუშინ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღესთან დაკავშირებით გაავრცელა, უწმინდესი სრული ტიტულით არ არის მოხსენიებული. ჩამონათვალიდან ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტია ამოღებული და ილია მეორე მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არის მოხსენიებული. აღსანიშნავია, რომ ასეთივე შინაარსის წერილი რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლის თავზეც გამოუგზავნა. დაბადების დღის მილოცვის შესაბამისი განცხადება რუსეთის საპატრიარქოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. "თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს - 85 წლის იუბილეს. ხანგრძლივი მსახურების განმავლობაში თქვენ თავდაუზოგავათ ზრუნავდით ერთიანობაზე, ასევე მოუწოდებდით მრევლს სიწმინდეში ეცხოვრათ. ამ დამღალავი შრომით დაიმსახურეთ უდიდესი პატივისცემა და ავტორიტეტი მართლმადიდებლურ სამყაროში", - ნათქვამია წერილში.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)