|
2018-01-05 14:39:36, 1892 ნახვა
საზოგადოება
სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული კორპუსის სრული გამაგრება მოხდება
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას კორპუსის დაზიანებული მონაკვეთის გამაგრების სამუშაოების პირველი ეტაპის მიმდინარეობას გაეცნენ. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება სრულად მოხდება. გამაგრებითი სამუშაოების პარალელურად, 30 მესაკუთრეს, რომელთა ავტომანქანებიც სპეცოპერაციის დროს დაზიანდა, თბილისის მერიის მხრიდან ზარალი სრულად აუნაზღაურდება. თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსში ყველა იმ ბინის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სპეცოპერაციის დროს დაზიანდა. „როგორც იცით, კორპუსი ზოგადად, სპეცოპერაციამდეც ავარიულ მდგომარეობაში იყო. მერიის გადაწყვეტილებით, ამჟამად, კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და მოსახლეობა უსაფრთხო გარემოში იცხოვრებს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. რაც შეეხება ავტომობილების მეპატრონეებისთვის ზარალის ანაზღაურებას, ირაკლი ხმალაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება ინდივიდუალურად მიმდინარეობს და მეპატრონეებისთვის ზარალის ანაზღაურება სრულად მოხდება. „ზარალის ანაზღაურება მერიის მხრიდან სრულად მოხდება. უმრავლეს შემთხვევაში, ურჩევნიათ, კომპენსირება თანხით მოხდეს და დაზიანებული მანქანები თავად შეაკეთონ, ისევე, როგორც დაზიანებული ბინების შემთხვევაში. სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტი მოხდა, თუმცა მთავარია, კორპუსი გავამაგროთ, რომელიც მანამდეც ავარიულ მდგომარეობაში იყო“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „არქიტრავი“ ახორციელებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებისთვის აღნიშნულ მისამართზე ცხოვრება უსაფრთხო გახდება.
(NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)