2017-12-31 11:50:39, 506 ნახვა
დღეიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი ჩაიკეტება
დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი ჩაიკეტება.
ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს.
„31 დეკემბრის 22:00 საათიდან დროებით შეჩერდება მოქალაქეთა გადაადგილება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის ადგილებში“,-ნათქვამია განცხადებაში.
გამშვები პუნქტი მუშაობას 2 იანვრის დილის 6 საათიდან დაიწყებს.
ავტორი: ,