|
2017-12-30 18:26:00, 3089 ნახვა
საზოგადოება
ახალი წლის ღამეს მეტრო, ავტობუსები და საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება
31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენი“, ავტობუსები და საბაგირო „რიყე-ნარიყალა“ მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. ახალი წლის ღამეს, „მეტროპოლიტენი“ და ავტობუსები 23:00 საათიდან, პირველი იანვრის 04:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო საბაგირო - 03:00 საათამდე. დედაქალაქში 160 ერთეულამდე ავტობუსი ძირითადად, 30 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ისინი მგზავრებს მეტროსასადგურებამდე, სადღესასწაულო ღონისძიებების ადგილებამდე და ცენტრალურ უბნებამდე გადაიყვანენ. რაც შეეხება მეტროს, მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისა და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე („ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილი“), პიკის საათებში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი მცირდება. კერძოდ, 21 დეკემბრიდან ახალ წლამდე, თბილისის მეტროს პირველ ხაზს 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, ორი მოძრავი შემადგენლობა დაემატება. მატარებლები სამწუთიანი შუალედით იმოძრავებენ. გარდა ამისა, 30-31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენი“ შაბათ-კვირის განრიგის ნაცვლად, სამუშაო დღეების განრიგითა და ინტერვალით იმუშავებს. მეტროპოლიტენი მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკითა და უფასოდ მოემსახურება შობის ღამესაც. იგი 2018 წლის 6 იანვრის 24:00 საათიდან, 2018 წლის 7 იანვრის 04:00 საათამდე იმუშავებს.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)